ხვალ ლეიბორისტები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ და სამედიცინო პრეპარატების გაძვირებასა და მკურნალობის ხარჯების გაზრდას გააპროტესტებენ.
ლეიბორისტური პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქციას გიორგი გუგავა, კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი დაესწრებიან.
აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 13 საათზე გაიმართება.

















