logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლაშა თორდია – უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია პრევენციული ხასიათისაა
ლაშა თორდია – უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია პრევენციული ხასიათისაა
16:22 01.06.2012
უწყებათაშორისი კომისიის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ რეკომენდაცია, უწყებებში საკადრო ცვლილებებისა და რეორგანიზაციის შეჩერების შესახებ, საპარლამენტო არჩევნებამდე პრევენციის ხასიათს ატარებს.  ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
უწყებათაშორისმა კომისიამ გუშინ ადმინისტრაციულ ორგანოებს დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესის შეჩერების რეკომენდაციით მიმართა.
„ეს იყო პრევენციული სახის განცხადება, რათა ცალკეულმა ორგანიზაციებმა, მათ შორის კერძომ, წინასაარჩევნოდ არ განახორციელონ რეორგანიზაცია, რომელიც კადრების გათავისუფლებას უკავშირდება, რათა ამ პროცესს სარჩულად პოლიტიკური მოტივი არ დაედოს“ – განაცხადა თორდიამ.
მისი თქმით, არსებობს საზოგადოებრივი ვნებათაღელვა იმასთან დაკავშირებით, ათავისუფლებენ თუ არა ცალკეული სამსახურებიდან ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ორგანიზაციებმა თავი უნდა შეიკავონ მასიური რეორგანიზაციის ან შიდასაკადრო ცვლილებებისგან.
რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, თორდიამ აღნიშნა, რომ ყველა უწყებას აქვს გარკვეული საკადრო ცვლილების განხორციელების უფლება.
გუშინ კომისიამ ადმინისტრაციულ ორგანოებს და მათზე დაქვემდებარებულ უწყებათა ხელმძღვანელობას, ასევე, საჯარო სკოლების ადმინისტრაციებს მიმართა, რომ საარჩევო პროცესის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე დაგეგმილი ან შესაძლო ოპტიმიზაციის პროცესი შეაჩერონ და მხოლოდ დისციპლინარული ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევებში მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა თავიდან იქნას აცილებული პოლიტიკური მოტივით გათავისუფლების საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა