კოალიცია „ქართული ოცნება“ ქუთასის მერიისგან აქციის გამართავსთან დაკავშირებით უარის მიღებაზე განცხადებას ავრცელებს.
„კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ 7 ივნისს ქუთაისში დაანონსებული მანიფესტაციის გამართვის ნებართვისთვის ქუთაისის მერიას განცხადებით 28 მაისს მიმართა. მანიფესტაციის ინიციატორები აფრთხილებდნენ მერიას, რომ „ქართული ოცნება“ აქციის გამართვას გეგმავს 7 ივნისს, 00.00 საათიდან 24.00 საათამდე, ქ. ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე. 31 მაისს ქუთაისის მერიისგან მივიღეთ პასუხი, რომ „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს მხარდამჭერთა შეკრებას და აქციის გამართვას. უარის მიზეზად ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა თენგიზ თოფურიძემ 1 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით დაგეგმილი საბავშვო ფესტივალი დაასახელა“ - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას თან ერთვის ქუთაისის მერიისგან მიღებული პასუხის დანართი და იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელთა გამოც „ქართულ ოცნებას“ უარი ეთქვა აქციის ჩატარებაზე.
როგორც ცნობილია, მერიამ კოალიციას აქციის ჩასატარებლად ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა - აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ, ბალახვანის 100 საფეხურიანი კიბე. დათანხმდება თუ არა კოალიცია შეთავაზებას, ამაზე ისინი განცხადებას მოაგვიანებით გააკეთებენ.

















