ლეიბორისტური პარტია სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და პოლიტიკურ პარტიებს ავღანეთიდან ქართული ჯარების გამოყვანის მოთხოვნის ქვეშ გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
"მივმართავთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელი მოვაწეროთ საერთო ეროვნული თანხმობის დეკლარაციას და მოვითხოვოთ ნატოსაგან ქართული საჯარისო შენაერთების ავღანეთიდან გამოყვანა. ვინც ამ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ქვეყნის მტერი და სააკაშვილზე უარესია" - ნათქვამია ლეიბორისტული პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე თქმით, ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში
ხელისუფლება საკუთარი ძალაუფლებისა და სკამის შენარჩუნების სანაცვლოდ გზავნის.

















