„მწვანეთა პარტია“ ხელისუფლების მხრიდან მედიაკავშირ „ობიექტივის“ ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებზე ზეწოლის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს.
„მწვანეთა პარტიის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი,ა რომ ხელისუფლება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიასაშუალებების დევნა-შევიწროებას განაგრძობს.
„ობიექტივის“ ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი გუშინ გავრცელებულ განცხადებაში მასზე და „ობიექტივის“ თანამშრომლებზე თვალთვალის, სატელეფონო მოსმენისა და ზეწოლის სხვა ფაქტებზე საუბრობდა.
მწვანეთა პარტიის განცხადებით, ეს ყოველივე იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს დიქტატორული კლანი მართავს, რომელსაც სურს მედია უსიტყვო მორჩილებაში ჰყავდეს.
მწვანეთა პარტია სოლიდარობას უცხადებს „ობიექტივს“ და მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციურ პარტიებს, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვისკენ მოუწოდებს.

















