საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით,
გაეროს ცივილიზაციების ალიანსის პარტნიორების პირველ საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა.
მათი ინფორმაციით, ფორუმი მთავრობებს, მთავრობათაშორის ორგანიზაციებსა და ბიზნესწრეებს გააერთიანებს.
ფორუმის მსვლელობისას, პარტნიორები ალიანსის მიღწეულ შედეგებს განიხილავენ და რიგი საკითხების შესახებ იმსჯელებენ. მათ შორისაა, რესურსების გრძელვადიანი საჭიროების, 2012-2013 წლებისთვის უშუალო მოთხოვნების და UNAOC მიმდინარე სამოქმედო პრიორიტეტები, რაც წინა მსოფლიო ფორუმების შედეგებთან დაკავშირებულ ახალ პროექტებს მოიცავს.
ცივილიზაციების ალიანსი ესპანეთის პრემიერ–მინისტრის ხოსე ლუის როდროგეს ზაპატეროს მიერ 2005 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 59–ე ასამბლეაზე შემოთავაზებულ ინიციატივას წარმოადგენს, რომლის ორგანიზება თურქეთის პრემიერ–მინისტრ ერდოღანთან ერთად განხორციელდა.
ამ ინიციატივის მიზანი კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი საერთაშორისო დიალოგის მეშვეობით, ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო ქმედების აქტივაციაა.

















