logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„სახალხო კრება“ - შარშან რომ ბასს 26 მაისის მოვლენებისთვის ობიექტური შეფასება მიეცა, ის მდგომარეობა არ იქნებოდა, რაც დღეს არის
„სახალხო კრება“ - შარშან რომ ბასს 26 მაისის მოვლენებისთვის ობიექტური შეფასება მიეცა, ის მდგომარეობა არ იქნებოდა, რაც დღეს არის
14:31 31.05.2012
„სახალხო კრება“ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევათა ფაქტების ობიექტურ შეფასებას მიესალმება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონეფერციაზე „სახალხო კრების“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა თემურ ლომსაძემ განაცხადა, განსაკუთრებით მისასალმებელია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის განცხადება, სადაც ის ქართულ მედიაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემებში არსებულ სერიოზულ პრობლემებზე საუბრობს.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2011 წლის 26 მაისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ”სახალხო კრების” მიერ ორგანიზებული აქციის დაშლისას, მოხდა მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლიანი დარბევა. აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მისული 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაზარალდა, უხეშად დაირღვა მათი უფლებები“ - განაცხადა მან.

ლომსაძის შეფასებით, ამ დღეს ყველა საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონვენცია, შეთანხმება, ასევე საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა.

მისი თქმით, მიუხედავად „სახალხო კრების“ და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, მოთხოვნისა - ჩატარებულიყო ობიექტური გამოძიება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ შსს-ს ე.წ. დახურული შიდა მოკვლევით დაკმაყოფილდა.

„სამწუხაროდ, დიდი გულისტკივილით გვინდა ავღნიშნოთ, რომ ყოველივე ამაზე ამერიკის ელჩს არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია. ერთი წლის წინ, ჯონ ბასს, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისათვის, რომ ობიექტური შეფასება მიეცა, დარწმუნებული ვართ, ქვეყანაში არ იქნებოდა ის მდგომარეობა რაც დღეს არის - სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების მდგომარეობა უმძიმესია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პრაქტიკულად გაურკვეველ ვითარებაში 146 პატიმარია დაღუპული, მხოლოდ ორი თვის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ზეწოლის 30-ზე მეტი ფაქტია დაფიქსირებული და არც ერთი მათგანი არ არის გამოძიებული“ - განაცხადა მან.

„სახალხო კრება“ მოუწოდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უფრო აქტიურად შეისწავლონ და განახორციელონ მონიტორინგი ხელისუფლების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და ობიექტური ანგარშის გამოქვეყნებით ხელი შეუწყონ ქვეყანაში სამართლიანი წინა საარჩევნო გარემოს შექმნას.

მათი შეფასებით, საქართველოში ავტორიტარული რეჟიმია, რომელიც ყოველდღიურად მიდის დიქტატურისაკენ და რომელსაც დემოკრატიასთან არაფერი არ აქვს საერთო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა