საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის მიმართულებით, ხელისუფლების გეგმების შესახებ დღეს, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ და მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციის (UPF) დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს.
როგორც მალაშხიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ფედერაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სამშვიდობო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობს. მას მსოფლიოში 55 ოფისი აქვს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს მშვიდობის ფედერაციასთან მჭიდრო ურთიერთობა და ასევე მნიშვნელოვანია ორგანიზაციას ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიული საკითხების თაობაზე“ - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით, მან ფედერაციის პრეზიდენტს დეტალური ინფორმცაია მიაწოდა საქართველოში განვითარებული მოვნელების შესახებ და გააცნო ქვეყნის ხელისუფლების გეგმები ტერიტორიული პრობლემის მოგვარების კუთხით.
ფედერაციის პრეზიდენტმა თომაშ ვოლშმა ქართულ მხარეს მხარდაჭერა აღუთქვა.
მან აღნიშნა, რომ ფედერაცია სხვადასხვა ავტორიტეტულ ორგანიზაციებთან, მათ შორის იუნესკო–სთან თანამშრომლობს.

















