პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხათუნა ოჩიაური იმედოვნებს, რომ გამოცდების
ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე თავის უნარებს ეროვნული გამოცდების გამართულად ჩატარებაში გამოიყენებს.
„ცენტრის ხელმძღვანელად ქალბატონი დაინიშნა, რომელსაც სასწავლო დაწესებულებაში კარგი მენეჯერობის გამოცდილება აქვს. იმედი მაქვს, ის ამ უნარებს გამოცდების ჩატარების საკითხში გამოიყენებს“ – აღნიშნა ოჩიაურმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ცენტრის თანამშრომლების უმეტესობას პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია და ისინი თავიანთ საქმეს ახალ კარდებს გადააბარებენ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოცდები გასული წლების მსგავსად გამართულად ჩატარდება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორად განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე წარადგინა.

















