საქართველოში დღეს ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი ჩამოვა.
როგორც „ნიუსპრესს“ ამერიკის საელჩოში განუცხადეს, სენატორი დურბინი საქართველოს
პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დურბინი რეგიონული უსაფრთხოების და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების საკითხს განიხილავს.
რიჩარდ დურბინი მეორე უმაღლესი რანგის სენატორია. ამას გარდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრიცაა. დურბინი სენატის ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტსაც წარმოადგენს, რომლის იურისდიქციაშია ევროპის, მათ შორის, კავკასიის საკითხები. ევროპულ საქმეთა ქვეკომიტეტის პასუხისმგებლობის სფეროშია ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), ევროკავშირი, ასევე, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო).

















