ანაკლია და იურმალა მეგობარი ქალაქები გახდებიან და ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იურმალასა და ანაკლიას შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმი გაფორმდება.
მიხეილ სააკაშვილი მეუღლესთან სანდრა რულოვსთან ერთად ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით, გუშინ გაემგზავრა.
მიხეილ სააკაშვილი შეხვდა თავის ლატვიელ კოლეგას ანდრის ბერზინშს.
ანაკლია-იურმალას დაძმობილების შესახებ მემორანდუმის თანახმად, იგეგმება ერთობლივი პროექტების განხორციელება.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს სააკაშვილი შეხვდება ლატვიის პრემიერ-მინისტრს ვალდის დომბროვსკის. ასევე, თავის კოლეგასთან ერთად ქართულ-ლატვიურ ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ამასთან, დაგეგმილია რიგის ისტორიულ უბანში შოთა რუსთაველის ბარელიეფის გახსნა.
სააკაშვილი რიგის უნივერსიტეტში ლექციას წაიკითხავს.

















