logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ახვლედიანი – მმართველი გუნდში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს
ახვლედიანი – მმართველი გუნდში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს
17:02 29.05.2012
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეხვედრა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერთან ბიძინა ივანიშვილთან, პოლიტიკური სპეკულაციების საბაბს წარმოშობს.  ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების“ თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანი განუცხადა.
ახვლედიანი მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა დაასახელოს მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი პოლიტიკური სპეკულაციების საგნად დარჩება.
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს ისეთი პროფესიული კადრის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, როგორიც მაია მიმინოშვილია. საზოგადოების ყველა წევრი ითხოვს ახსნას იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეუთავსებლობა იყო ისეთი, რომ რადიკალური გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო“ – განაცხადა ახვლედიანმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ივანიშვილიც იმით დაინტერესდა, რაც მთელ საზოგადოებას აინტერესებს, თუმცა, ეს შეხვედრა მაინც წარმოშობს სპეკულაციების საბაბს.
ახვლედიანი ასევე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის რიგებში უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მატულობს.
„პარლამენტში ბევრი მაჟორიტარი განაწყენებულია და ამის მიზეზად სწორედ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება სახელდება. ამიტომ, ისინი ფიქრობენ ხვალინდელი საქმიანობის პერსპექტივაზე“ – აღნიშნა დეპუტატმა.
მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების მეორე დღეს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მიმინოშვილის განცხადებით, შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი თანამშრომლობაზე და ივანიშვილი მხოლოდ მომხდარის მიზეზებით დაინტერესდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა