„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადებას მოგვიანებით გეგმავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მიხეილ მაჭავარიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა,
საარჩევნო კამპანია მაშინ გამოცხადდება, როდესაც ამის აუცილებლობა იქნება.
„არ ვჩქარობთ, გარკვეული რესურსი გვაქვს და ჩვენი გეგმის მიხედვით ვმუშაობთ. ჩვენთვის მთავარია თანამოქალაქეებმა დაინახონ ვინ არის ქვეყანაში არსებული პრობლემების მომგვარებელი“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის წევრები კამპანიის გამოცხადების გარეშეც სისტემატურად ხვდებიან ამომრჩევლებს.
„არ არის დღე, როდესაც დეპუტატებს დღის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა არ აქვთ. ალბათ, ივნისის ბოლოს საქართველოს ყველა თემში შევალთ, ათასზე მეტია ასეთი თემი“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მან არ გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სოფლებში საარჩევნო შეხვედრების დროს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მათი გზები გადაიკვეთოს.

















