logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მაჭავარიანი –აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ნიკოლიჩის განცხადება რუსეთისთვის გადახდილი ხარკია
მაჭავარიანი –აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე ნიკოლიჩის განცხადება რუსეთისთვის გადახდილი ხარკია
16:31 28.05.2012
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ სერბეთის პრეზიდენტის ტომისლავ ნიკოლიჩის განცხადება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, რუსეთისთვის გადახდილი ხარკია.
სერბეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სერბეთის პარლამენტმა შესაძლოა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი განიხილოს.
„ვთვლი, რომ ტომისლავ ნიკოლიჩი არის იმ პოლიტიკური ჯგუფის მიმდევარი, რომელიც რუსეთზე ორიენტირებულად ითვლება. სწორედ ამიტომ აქვს მის პარტიას ხელშეკრულება „ედინაია როსიასთან“ და ეს განცხადება გარკვეულწილად, ხარკის გადახდა იყო იმ პოლიტიკისთვის, რასაც რუსეთთან ურთიერთობა ჰქვია“ – განაცხადა მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ნიკოლიჩის მიერ ჩამოყალიბებული კონფიგურაცია გაუგებარი და მიუღებელია, რადგან ამასთანავე ის აღნიშნავს, რომ სერბეთი ევროკავშირისკენ სვლას გაარძელებს.
როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ქართული მხარე გააგრძელებს მუშაობას სერბეთთან, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებთან, რათა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდეს.
„ჩვენ მივაწვდით ძალიან დეტალურ ინფორმაციას და თუ სერბეთი ამაზე მაინც წავიდა, ეს ნიშნავს, რომ მან საბოლოოდ ხელი ჩაიქნია კოსოვოზე და არა მგონია ეს ნიკოლიჩის გეგმებში შედიოდეს“ – განაცხადა დეპუტატმა.
ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა