საგარეო საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით პოლიტიკურ
პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზას“ პასუხი გაუგზავნეს. ამის შესახებ პარტიის საერთაშორისო მდივნმა თეიმურაზ მურვანიძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პასუხში აღნიშნულია, რომ დავით გარეჯის კომპლექსი ამ სამინისტროს იურისდიქციის ქვეშ არ არის.
რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილს, მურვანიძის განმარტებით, მასში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის სასაზღვრო ჯარების საქართველოს ტერიტორიაზე გადმონაცვლების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.
პარტიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და აზერბაიჯანის მხარეს შორის ფარული შეთანხმება დასტურდება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეებმა საქართველოს ტერიტორია დაიკავეს.
პარტიის წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

















