ქუთაისში დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი „ქუთაისიდან“ იუწყება, სავარაუდოდ, 17:00
საათისთვის პრეზიდენტი ახალაშენებულ კლინიკურ საავადმყოფოს გახსნის, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დღესვე, პრეზიდენტი, კიდევ ორ ობიექტს ხსნის.
კლინიკური საავადმყოფოს შემდეგ, იგი თეთრ ხიდთან მდებარე ებრაული ინვესტიციით აშენებულ სასტუმროს ეწვევა.

















