პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩვნებისთვის მაჟორიტარობის კანდიდატთა სიის ნაწილს 1 ივნისამდე გამოაქვეყნებს.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციას მაჟორიტარობის კანდიდატთა ნახევარზე მეტი უკვე შერჩეული ჰყავს, თუმცა, დარჩენილია 10-მდე რეგიონი, სადაც კანდიდატურა ჯერ არ არის გამოკვეთილი.
„პირველ ჯგუფს დავასახელებთ არაუგვიანეს 1 ივნისისა. შემდეგ კი, ეტაპობრივად პროპორციულ სიას გამოვაქვეყნებთ. ასევე, ივნისის შუა რიცხვებამდე მაჟორიტართა რაოდენობაც გაიზრდება“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, კოალიციაში ჯერჯერობით არ არის მსჯელობა დაწყებული იმაზე, თუ სიაში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს.
„პირადად მე, დღევანდელი სიტაუციიდან გამომდინარე, ალბათ, ნომერი არ მექნება. ვნახოთ, როგორ ხასიათზე იქნება ჩვენი პრეზიდენტი“- განაცხადა ივანიშვილმა.

















