აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის პროგრამა ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კლინტონი ბათუმში 5 ივნისს ჩამოვა, სადაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში გამართულ შეხვედრას გახსნის და მისი თავმჯდომარე იქნება. ამასთან, შეხვედრას თანათავმჯდომარეობას პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური გაუწევს.
კალანდაძის განცხადებით, ღონისძიების შემდეგ, ქარტიის ფარგლებში შექმნილი ოთხი სამუშაო ჯგუფის - თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობისა და ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების ჯგუფების შეხვედრა იგეგმება.
კალანდაძის შეფასებით, ჰილარი კლინტონის საქართველოს ვიზიტი, საქართველოსადმი აშშ-ს მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

















