საერთაშორისო სავაჭრო პალატა-საქართველო დღეს ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მე-4 რეგიონალურ კონფერენციას მასპინძლობს.
ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება, ავსტრიის, ბაჰრეინის, ეგვიპტის, ირანის, იორდანიის, ლიბანის, პაკისტანის და სხვა ქვეყნების ეროვნული კომიტეტების თავმჯდომარეები და გენერალური მდივნები, ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის სათაო ოფისის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრებიან პარიზიდან და ლონდონიდან.
მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც დაესწრება.
ღონისძიების ორგანიზატორები მიიჩნევენ, კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება სტუმრებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოს და საინვესტიციო შესაძლებლობების გასაცნობად.

















