პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას 7 ივნისს ქუთაისში გააგრძელებს. როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა
ხიდაშელმა თავისუფლების მოედანზე აქციის დასრულების შემდეგ განაცხადა, 7 ივნისს დასახელდება შემდეგი ქალაქი, სადაც კოალიციის ლიდერები ჩავლენ.
ხიდაშელის შეფასებით, დღევანდელმა აქციამ აქამდე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცა. როგორც მან აღნიშნა, კოალიცია ოქტომბრამდე მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს და არჩევნებშიც სწორედ ხალხის დახმარებით გაიმარჯვებს.
„მე ველოდებოდი რომ აქციაზე ამდენი ხალხი მოვიდოდა, იმიტომ რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, როგორ სუნთქავს ეს ქალაქი. განსხვავებით იმ ხალხისგან, რომლებიც სამთავრობო შენობებში იმყოფებიან და აცდენილნი არიან რეალობას“-აღნიშნა ხიდაშელმა.

















