კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, საქართველოში არჩევნები უკვე ჩატარებულია. ამის შესახებ მან დღეს
ჟურნალისტებს თავისუფლების მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„არჩევნები ჩენთვის დღეს უკვე ჩატარებულია, ვერდიქტი გამოტანილია. ეს ყველაფერი კი, ოქტომბერში ამ ხალხის პარლამენტში უმრავლესობით მოსვლით გაფორმდება“- განაცხადა მან.
კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის „რესპუბლიკური პარტიიდან,“ დავით ბერძენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და მისი ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მომავალია.
„არ დავტოვთ არც ერთ ქალაქსა და სოფელს, სადაც ჩვენს სათქმელს მოქალაქეებამდე არ მივიტანთ“ -აღნიშნა ბერძენიშვილმა.
კოალიციის ლიდერის „ეროვნული ფორუმიდან“ გუბაზ სანიკიძის განცხადებით კი, დღეს აქციაზე მოსულმა მოქალაქეების რაოდენობამ მის ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ფართომასშტაბიანი აქცია თავისუფლების მოედანზე საათნახევარი გაგრძელდა.

















