კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ეკა ბესელიას განცხადებით, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ყველა
იმ დაპირების ასრულების დასაწყისი იქნება, რაზეც დღეს ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა.
ბესელიამ აქციის დასრულების შემდეგ, რეგიონებში დაგეგმილ მანიფესტაციებზეც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, უახლოეს მომავლში აქცია ქუთაისში შედგება, შემდეგ კი - მასშტაბური შეკრებები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.
„დღევანდელი დღით ჩვენი საარჩევნო კამპანია დაიწყო. ჩვენ გავიშლებით ყველაგან, რათა მაქსიმალუირად ყველა ადამიანს შევხვდეთ, თითოეული ადამიანის პრობლემასთან მივიდეთ და ჩვენი სათქმელი ვუთხრათ“-განაცხადა ბესელია.

















