„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე დღევანდელ აქციას კოალიციის გამარჯვებად მიიჩნევს.
როგორც „ნიუსპრესს“ კობახიძემ განუცხადა, აქციის მონაწილეთა რაოდენობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
„ერთი პერიოდი შემეშინდა კიდეც, რადგან შეიძლებოდა, ჭედვის საფრთხე შექმნილიყო, მაგრამ ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად ჩატარდა“-აღნიშნა მან.
კობახიძის შეფასებით, დღეს მოქალაქეები აქციაზე ქვეყნის გადარჩენის, გამთლიანებისა და რეალური დემოკრატიული ცვლილებების მხარდასაჭერად მივიდნენ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის განმარტებით, დღევანდელი აქციიდან გამომდინარე ხელისუფლებას შიშის საფუძველი ნამდვილად აქვს.
„ხელისუფლებას უნდა დაენახა, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება ძალიან რეალურია და ამ გამარჯვებამდე ცოტა დარჩა“-განაცხადა მან.
კობახიძის განცხადებით, საზოგადოებასთან შეხვედრები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

















