კოალიცია „ქართული ოცნება“ მორიგ მასშტაბურ აქციას 7 ივნისს ქუთაისში გამართავს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა.
აქციები ყოველი 10 დღის შუალედით გაიმართება ყველა ქალაქსა და რაიონში.
„ყველა რაიონში ჩავა ბიძინა ივანიშვილი თავისი ფეხით და მოსახლეობას შეხვდება. დღეს იყო სახალხო ზეიმი და ასეთი ზეიმი ოქტომბრის არჩევნებამდე გაგრძელდება“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოება ამ ხელისუფლებას პოლიტიკურ მოუსვლელში გაისტუმრებს.

















