თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე 9 აპრილსა და შარშანდელი 26 მაისის აქციის დაშლისას დაღუპულ მოქალაქეებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
ამისკენ აქციაზე შეკრებილებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა.
ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე ამ წუთებში სიტყვით გამოდის.
„ჩვენ კარგად ვიცით ვისთან და რასთან გაქვს საქმე. ხელისუფლების უგუნურობა იქამდე მივიდა, რომ ის უკვე საფრთხეა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ყოფნა-არყოფნის საკითხია საქართველოსთვის.
„ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ მარტო სურვილი, თავგანწირვა და თავდადებული შრომა არ კმარა გამარჯვებისთვის, ამისთვის საჭიროა მკაფიო და კარგად გააზრებული გეგმა.
მისი თქმით, მისი პირველი განცხადებიდან 7 თვე გავიდა და ყველაფერი ისე მიდის და ვითარდება, როგორც დაგეგმილი და გააზრებული ჰქონდა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ დღეიდან პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს და დაწყებული პროცესის შეჩერება უკვე შეუძლებელია.

















