„ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას პარლამენტარი „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია შეუერთდება.
როგორც „ნიუსპრესს“ ჯონდი ბაღათურიამ განუცხადა, ქვეყანაში ძალზე მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც კორუმპირებული და კრიმინალური რეჟიმის შეცვლით უნდა დასრულდეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია დაწყებული და ის აუცილებლად წარმატებით უნდა დასრულდეს. მე და „ქართული დასის“ წევრები ვუერთდებით დღევანდელ აქციას, რომელიც კრიმინალური რეჟიმის ცვლილებით უნდა დასრულდეს და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“-განაცხადა ბაღათურიამ.
მისვე თქმით, ის გზაშია და თავისუფლების მოედანზე აქციას რამდენიმე წუთში შეუერთდება.

















