ჯერჯერობით კვლავ უცნობია, მივა თუ არა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციას „დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
როგორც „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
მათი თქმით, მივა თუ არა ბურჯანაზე აქციაზე, იმ დროს გახდება ცნობილი, როდესაც თავისუფლების მოედანზე აქცია დაიწყება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, „სახალხო კრების“ თბილისის აქტივი სრული შემადგენლობით შეუერთდა მომიტინგეთა კოლონებს.
რაც შეეხება აღმასრულებელ საბჭოს და ლიდერების ნაწილს, ისინი თავისუფლების მოედანზე აქციის დასაწყისისთვის მივლენ.

















