თავისუფლების მოედანზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე სრულად გადაიკეტა.
როგორც თავისუფლების მოედნიდან „ნიუსპრესის“ კოდესპოდენტი
იუწყება, აქციაზე დასასწრებად მოედანზე უკვე მივიდნენ მოქალაქეთა ჯგუფები. ადგილზე თბილისის სხვადასხვა უბნებიდან დაძრულ მხარდამჭერებს ელოდებიან.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე უკვე მოემართებიან მხარდამჭერები ვაკის პარკიდან, დინამოს სტადიონიდან და ავლაბრის მეტროს ტერიტორიიდან. მათთან ერთად იმყოფებიან კოალიციის ლიდერები.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი მსვლელობის მონაწილეებს ფილარმონიასთან შეუერთდება.
თავისუფლების მოედანზე აქციის დაწყებისას მონაწილეები ჰიმნს მოისმენენ, შემდეგ კი, ივანიშვილის საარჩევნო მიმართავს.

















