პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ 1000-ზე მეტი მხარდამჭერია 13.30 საათვისთვის თავისუფლების მოედანზე შეკრებილი.
შეკრებილთა ნაწილი რეგიონებიდან ჩამოსული მოსახლეობაა. მოედანზე არიან „ქარული ოცნების“ საჩხერის ახალგაზრუდული მოძრაობის წარმომადგენლები ტრანსპარანტებით.
როგორც ნიუსპრესს“ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, „ქართულ ოცნებას“ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩამოყვანის ორგანიზება არ მოუხდენია და ხალხი საკუთარი სურვილით ჩამოვიდა აქციაზე.
თბილისის საკრებულოს შენობის წინ სცენაა დამონტაჟებული. თავისუფლების მოედანზე პატრიოტული სიმღერებია ჩართული.
შეკრებილებს ევროკავშირის და ნატო-სა და „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებენ.
მოედანზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. მანქანები პუშკინის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილდებიან.

















