პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
სტადიონთან დიდუბის, თემქის, მუხიანის, დიღმის, სანზონის, ნაძალადევის და ზაჰესის რაიონების მოსახლეობა იკრიბება.
როგორც საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა „ნიუსპრსთან“ საუბარში განაცხადეს, თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას სათავეში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ჩაუდგება.
მათივე თქმით, მსვლელობა ფილარმონიასთან, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი შეუერთდება.
სტადიონთან შეკრებილი აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელი შეკრების მიზანი საქართველოს გადარჩენა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის დასრულებაა.
დინამოს სტადიონზე თბილისელებს ქუთაისიდან და ზესტაფონიდან ჩამოსული მოქალაქეების შეუერთდნენ. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს დროშებსა და ქართული ოცნების მაისურებს ურიგებენ.
აქციის მონაწილეებს საკუთარი ოცნებების დაწერის საშუალებაც აქვთ, რომელსაც კოალიციის ახალგაზრდები სპეციალურ ჩანთებში ათავსებენ.
სტადიონთან შეკრებილები 15:00 საათზე თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნებია“ აქციას -„ ჩვენ ვიწყებთ“ შეუერთდებიან.

















