პრეზიდენტის განცხადებით, მონური ფსიქოლოგიის მეხუთე კოლონა საქართველოს ჩექმების სალოკავად ვეღარ დააბრუნებს.
ამის შესახებ მან ქუთაისში, პარლამენტის საზეიმო სხდომაზე განაცხადა.
„ხალხი, ვინც თვლის, რომ თურმე საქართველოს ტერიტორიის დასაცავად ქართველებმა ომი დაიწყეს და ამისთვის ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც თვლის, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა დამპყრობლის ჩექმის ლოკვაა, საქართველოს განაპირა, მიტოვებული, დამცირებული ქვეყნის სტატუსით უკან ვეღარ დააბრუნებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო ახლა რეფორმებისა და თავისუფლების ცენტრია და არასდროს არავის პერიფერია არ იქნება.

















