დღეიდან ქუთაისში ახალი საპარლამენტო ტრადიციის შექმნა დაიწყება, რომელიც საქართველოსა და მის გარშემო რეგიონს სასიკეთოდ შეცვლის.
ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში ჩვენს მატარებელში ჩასხდომა ყველას შევთავაზე, მატარებელს, რომელსაც მუდმივად უნდა ემოძრავა და რომელსაც პირველივე თვეებში ლიანდაგებიდან ჩამოვარდნა უწინასწარმეტყველეს. მატარებელში, სადაც სხვადასხვა კლასის კუპეები არ იქნებოდა და ყველა მგზავრი თანაბარი მომსახურებით ისარგებლებდა. ეს მატარებელი დაიძრა და დღეს ის ქუთაისში ჩამოდგა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუციით სწორედ ქუთაისი, თბილისთან ერთად, პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვან ცენტრად გადაიქცევა.

















