ვიდრე საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დევნილია, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავსაც დევნილად მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ქუთაისში, ახალი პარლამენტის საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე სიამაყით აღინიშნება, თუმცა, ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერაც ოკუპირებულია.
„ჩვენი ასობით თანამოქალაქე საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებს. სანამ ისინი დევნილები არიან, მე ვერ მექნება მუდმივი სახლი. მე ჩემს თავს დევნილად ვთვლი. ერთი მხრივ, ყველა ვხედავთ, რომ ქვეყანა წინ მიდის, მეორე მხრივ კი აშკარაა, რომ ქვეყნის წარმატებით ბევრი ჩვენი მოქალაქე ჯერ ვერ სარგებლობს “- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს არა მხოლოდ მისი, არამედ ყველა პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე პოლიტიკოსის დამოკიდებულებაა.

















