საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დამოუკიდებლობის დღეს მოქალაქეებს ქუთაისიდან ულოცავს.
როგორც მან განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში დღესასწაულია
,,პირველ რიგში, ვულოცავ ყველა ქუთაისელს დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე არის დღესასწაული საქართველოს ისტორიაში, რომელმაც უნდა გაგვახსენოს თუ როგორი გზა გაიარა თავისუფლების მოსაპოვებლად ჩვენმა ქვეყანამ. ყველანი უნდა ვზეიმობდეთ დამოუკიდებლობის დღეს“ - განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, მისი თქმით, საქართველო თავისუფლების დაკარგვის საფრთხის წინაშე რამდენჯერმე იყო, თუმცა, მომავალში არასოდეს არ უნდა დადგეს ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა ხიფათის ქვეშ.

















