კოალიცია „ქართული ოცნების“ იურიდიული სამსახურის უფროსი, იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი, ამავე კოალიციის ლიდერის ბიძინა
ივანიშვილის სამების საკათედრო ტაძარში მისვლას მიესალება. ამის შესახებ მან დღეს სამებაში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის დროს დაღუპულებსა და დაშავებულებს მიეძღვნა.
„ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია. მხარეებს შორის საერთო საკითხებზე ურთიერთობის დამყარებას მივესალმები. გასაკვირი კი ის იქნებოდა, ივანიშვილი აქ არ მოსულიყო და ნინო ბურჯანაძეს არ მისალმებოდა. ასევე, არ მისალმებოდა ყველა იმ პიროვნებას, რომელიც კოალიციის წევრი არ არის, მაგრამ თავისუფლებისთვს იბრძვის“ - განაცხადა მან.
ქუცნაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისი საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ტრაგიკული დღე, რადგან თავისუფალი აზრის გამოხატვას რამდენიმე მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.

















