კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მურმან დუმბაძე კოალიციის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციაზე ,,დემოკრატიული
მოძრაობა -ერთიანი საქართველოს თავმჯდომარეს“ ნინო ბურჯანაძეს ელის.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს წმინდა სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა სახელზე ჩატარებულ პარაკლისსა და პანაშვიდს დაესწრო.
მისივე განმარტებით, კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დღეს ტაძარში მოსვლა ნიშნავდა, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პოლიტიკოსების გაერთიანების დიდი პროცესი დაიწყო.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხვალ „ქართული ოცნების“ აქციაზე ნინო ბურჯანაძესაც ელოდება. „დიდი გაერთიანება უნდა შედგეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს შორის, არამედ მთელ ერს შორის“- აცხადებს დუმბაძე.

















