საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ქართული მრეწველობის აღლუმზე - „დამზადებულია საქართველოში“ მივიდა.
პრეზიდენტი აღლუმის ფარგლებში მოწყობილ სამხედრო სექტორთან შეჩერდა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკური ცენტრის ,,დელტას“ მიერ წარმოებულ ტექნიკას გაეცნო.
მიხეილ სააკაშვილმა ,,ვარდების მოედანზე“ გამოფენილი ჯავშან ტექნიკა და საფრენი აპარატები დაათვალიერა. იგი ქართული წარმოების სამხედრო მანქანებში ,,ლაზიკასა“და ,,დიდგორში“ ჩაჯდა, ასევე, ოთხადგილიანი თვითმფრინავის ,,AM JET“ -ის და შვიდ ადგილიანი თვითმფრინავის ,,ELIT JET“- ის მართვის სისტემებს გაეცნო.
სააკაშვილი მრეწველობის აღლუმზე მყოფ ხალხს გაესაუბრა და მათთან ფოტოები გადაიღო.

















