კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის 26 მაისს თავისუფლებისთვის ბრძოლის დღე უწოდა. ამის შესახებ
მან ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა და დაშავებულთა სახელზე პანაშვიდისა და პარაკლისის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„დღეს ერთი წელი გავიდა იმ ვანდალიზმისა და ბარბაროსობის შემდეგ, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა. 26 მაისი თავისუფლებისთვის ბრძოლის დღეა. დღეს მოვედი, რომ პატივი მივაგო თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია, რომ 21-ე საუკუნეში ხალხი თავისუფლებისთვის ბრძოლაში იღუპება და სირცხვილია, რომ ხელისუფლება ხალხს ასე ექცევა.

















