კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.
იგი 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და ამ მოვლენების დროს დაშავებულთა და დაპატიმრებულთათვის პარაკლისს დაესწრება.
პარაკლისისა და პანაშვიდის გადახდა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხდება. მისი ინიციატორი „სახალხო კრებაა“.
ბიძინა ივანიშვილი ტაძარში „სახალხო კრების“ წევრებს მიესალმა.
ღვთისმსახურება ტაძარში უკვე დაიწყო. სავარაუდოდ, ივანიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს მსახურების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

















