„ახალი მემარჯვენეების“ წევრმა დავით საგანელიძემ პარტია დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, საგანელიძე
კონსულტაციებს „ქართულ ოცნებასთან“ აწარმოებს, თუმცა ამ ინფორმაციას კოალიციაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნონა ყანდიაშვილმა განუცხადა, ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის. ხოლო კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, „რესპუბლიკელი“ თინა ხიდაშელის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით დავით საგანელიძე კომენტარს თავად გააკეთებს.

















