ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოს 5 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო
დეპარტამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კლინტონი ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას გახსნის. ამასთან ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პოლიტიკოსების ფართო წრესა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ჰილარი კლინტონი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვა, 6 ივნისს კი იგი უკვე აზერბაიჯანს ეწვევა.
7 ივნისს სახელმწიფო მდივანი თურქეთში, სტამბოლში დაგეგმილი გლობალური ანტიტერორისტული მინისტერიალის თანათავმჯდომარე იქნება. ის თურქეთის ოფიცოზთან კონსულტაციებს საგარეო პოლიტიკის გამოწვევებზე, მათ შორის სირიისა და ირანის საკითხზე გამართავს.
კავკასიის ტურნემდე სახელმწიფო მდივანს ვიზიტი დანიაში,ნორვეგიასა და შვედეთში აქვს გადეგმილი.

















