უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დღეს ქუთაისში საზეიმო სხდომას გამართავს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, პირველი სხდომა
პარლამენტის ახალ შენობაში 17.00 საათზე გაიხსნება, მასზე მხოლოდ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი, სხდომის შემდეგ, 18.00 საათზე სამხედრო აღლუმი გაიმართება.
მანამდე პრეზიდენტი თბილისში დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება.
„პარლამენტის სხდომა საზეიმო სხდომის რეგლამენტით გათვალისწინებული წესებით ჩატარდება. მოწვეული არიან სტუმრები, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის და საპატრიარქოს წარმომადგენლები“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-სპიკერმა.
დღეისთვის მზად არის მხოლოდ პარლამენტის ახალი შენობის სხდომათა დარბაზი და შესასვლელი.
„რეგლამენტის თანახმად, დარბაზი საზეიმო სხდომის დასრულების შემდეგ დაიკეტება და იქ არანაირი ცვლილებები აღარ განხორციელდება“ – აღნიშნა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, პარლამენტის შენობის მშენებლობა გაგრძელდება და სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

















