ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაადგილებაზე გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება.
"ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" კანონში ცვლილება შედის.
ახალი კანონპროექტის მიხედვით, ფსიქოტროპული ნივთიერებების რეექსპორტი, გადამუშავება, ტრანზიტი, დროებით შემოტანა, თავისუფალი ზონასა და საწყობში მოთავსება წინასწარი ნებართვის გარეშე იქნება შესაძლებელი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინასწარი ნებართვა ფსიქოტროპული ნივთიერების მხოლოდ იმპორტის ან ექსპორტის დროს იქნება აუცილებელი.
კანონპროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.

















