ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსაც უნდა აცნობოს.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში ცვლილება შედის, რომელიც აზუსტებს სასამართლომ რომელ სამინისტროებსა და უწყებებს უნდა აცნობოს ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის და ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ.
დღემდე მოქმედი კანონით, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის უფლებების ჩამორთმევის შესახებ სასამართლო დაუყოვნებლივ აცნობებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
ახალი კანონპროექტით კი ამ ჩამონათვალში იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად თავდაცვის სამინისტროა მითითებული.
კანონპროექტის ავტორები არიან: კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.

















