პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები დღეს წყნეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კოალიციის ლიდერებმა ელისო ჩაფიძემ, გურამ ოდიშარიამ და ზურაბ აბაშიძემ მათი პრობლემები მოისმინეს და 27 მაისს დაგეგმილ ღონისძიებაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
„ხელისუფლება დევნილების პრობლემებს ინდივიდუალურად უნდა განიხილავდეს და არა ისე, როგორც ამას დღეს აკეთებენ. გარდა ამისა, ბიძინა ივანიშვილის დაპირებით, არჩევნების დასრულებისთანავე, ეს ადამიანები უფასო ჯანდაცვას მიიღებენ“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
მისი თქმით, წყნეთელი დევნილები 27 მაისს, კოალიციის მხარდამჭერების შეკრებას დაესწრებიან.
27 მაისს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მანიფესტაციაა დაგეგმილი.

















