logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს უფლებადამცველი ირინა ფუტკარაძე ხელისუფლებისადმი კრიტიკულს უწოდებს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს უფლებადამცველი ირინა ფუტკარაძე ხელისუფლებისადმი კრიტიკულს უწოდებს
15:22 25.05.2012
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელ ანგარიშს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე, უფლებადამცველი ირინა ფუტკარაძე საქართველოს ხელისუფლების მიმართ საკმაოდ კრიტიკულს უწოდებს.  ამის შესახებ მან „ნიუსპრესთან“ საუბრისას განაცხადა.
ფუტკარაძის თქმით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის წლევანდელი ანგარიში, წინა წლების დასკვნისგან რადიკალურად განსხვავდება და და იქ ჩვეული რბილი ტონი აღარ შეინიშნება.
მისი თქმით, წლევანდელ ანგარიშში საუბარი უკვე ადამიანის უფლებების დაღვევის კონკრეტულ ფაქტებზეა. კონკრეტულად აღნიშნულია, რომ საქართველოში პროფესიული კავშირების გაერთიანებების ფუნდამენტური უფლებები დაირღვა, ასევე ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინება და დევნა ხდებოდა.
„მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ აღნიშნულ ანგარიშში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებისას ძალოვანი უწყებების მიერ ძალაუფლების გადამეტების ფაქტებიც აისახა. ანგარიშში პირდაპირ მიუთითებენ, რომ დემონსტრაციაზე მოქალაქეთა დარბევის დროს ძალის გადამეტების ფაქტებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ მოჰყოლია. ელჩი ჯონ ბასისც გამოეხმაურა ამ ფაქტებს ვიდეო ინტერვიუში“- განაცხადა ფუტკარაძემ.
მისი განმარტებით, ასეთი მწვავე ანგარიში მიუთითებს, რომ საქართველოში დაგეგმილი არჩევნების მიმართ აშშ-ს მხრიდან დიდი ინტერესია.
„ძნელია ვთქვა, რომ ეს ანგარიში ხელისუფლებისთვის, მისი არაორდინალური ქმედებებიდან გამომდინარე, ძალადობრივი ქმედებების განხორციელებაში შემაკავებელი ფაქტორი იქნება, თუმცა, ამ დასკვნის შემდეგ რომ ხელისუფლება საგონებელში ჩავარდება, ფაქტია“ - აღნიშნა მან.
ფუტკარაძის აზრით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ანგარიშით ხელისუფლებას მესიჯსაც უგზავნის - დროულად მოეგოს გონს და ძალადობრივი ქმედებები მეტად აღარ განახორციელოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა. მასში ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეცაა გამახვილებული.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა