logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მმართველი გუნდი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულ ცალკეულ საკითხებს არ ეთანხმება
მმართველი გუნდი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულ ცალკეულ საკითხებს არ ეთანხმება
13:06 25.05.2012
აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახული საკითხები მმართველი გუნდისთვის საყურადღებოა, თუმცა, მათ ცალკეულ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვთ.  ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
„არის საკითხები, რომელზაც ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები და რომლებზეც უკვე მოხდა რეაგირება, თუმცა, არის საკითხები რომელზეც შეიძლება განსხვავებული პოზიცია გვქონდეს“ – აღნიშნა თორდიამ.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასახულია საკითხები, რომელზეც მათ ინფორმაცია ცალკეულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიაწოდეს. მაგალითისთვის დეპუტატმა პოლიტპატიმრების და მედიასთან დაკავშირებული საკითხები მოიყვანა.
„პოლიტპატიმრებზე ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მსგავსი ტიპის სასჯელი ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს. ამ ნაწილში გვაქვს სხვა პოზიციები, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“ – აღნიშნა თორდიამ.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტისა და სახალხო დამცველის ანგარიშებში ასახული პრობლემატური საკითხები საბოლოო ჯამში მოგვარდეს და ამოიწუროს.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი პრობლემა გრძელვადიან მუშაობას და გარკვეული ინფრასტრუქტურული საკიხების მოწესრიგებას საჭიროებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის ყოველწლიური ანგარიშში, საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტებზეა საუბარი. ამასთანავე, იგი აღნიშნავს პოლიტიკურ ოპონენტთა დაშინების შემთხვევებსა და მთავრობის პირდაპირ ან ირიბ გავლენას მედიასაშუალებებზე.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა