პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები ქალაქში უცხოენოვანი წარწერებით ბანერების არსებობას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განუცხადა.
მისი თქმით ქალაქში გამოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულების პლაკატები, სადაც მხოლოდ ინგლისურ ენაზე განთავსებული წარწერაა -„Saakashvili Rebuild Georgia”, რაც ქართულად ნიშნავს - სააკაშვილი ხელახლა აშენებს საქართველოს.
„ხელისუფლება ამას სპეციალურად აკეთებს, რომ მხლოდ უცხოელებს აჩვენოს, თუ როგორი აღმშენებლობაა საქართველოში. მიგვაჩნია,რომ წარწერები საქართველოში მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა იყოს გაკეთებული“ - განაცხადა ალექსანდრე შალამბერიძემ.მ
მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა აღნიშნულ საკითხს დღეს საკრებულოს სხდომაზე დასვამს.

















