საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა, პრეზიდენტს ხელმოსაწერად დღეს უნდა გადაეგზავნოს.
მიხეილ სააკაშვილმა კი, ხელი მას 10 დღის ვადაში უნდა მოაწეროს.
ცვლილებების თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, შესაბამისი ასაკიდან აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ. ამასთანავე, ცვლილების თანახმად, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს პირი 21 წლის ასაკიდან.
აღნიშნული ცვლილება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს საშუალებას აძლევს, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა ცვლილებას ხელი არ მოაწეროს.
ივანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილება სახელმწიფოებრიობის და კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპების საწინააღმდეგო ისეთი ქმედებაა, რომლის პრეცენდენტიც მსოფლიოში არ მოიპოვება.
სწორედ ამ მოტივით ივანიშვილი არ აპირებს, ცვლილებით ისარგებლოს და არჩევნებში მონაწილოება მიიღოს.

















