კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი არჩევნების წინ კოალიციის ბლოკად გადარდაქმნას გეგმავს. შესაბამისი განცხადება ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „კავკასიაში“ გააკეთა.
„ვაგრძელებ ბრძოლას ყველანაირი საშუალებით, რაც კი მაქვს. მე დავრჩები კოალიციის ლიდერად. არჩევნების წინ კი, კოალიცია ბლოკად გადაკეთდება. ბლოკის სახელი იქნება „ივანიშვილი - ქართული ოცნება“-განაცხადა მან.
ვინ იქნება სიის პირველი ნომერი, ჯერჯერობოთ უცნობია, რადგან ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არსებითად მნიშვნელოვანი არ არის.
„ჩვენ ხალხისთვის შესაბამის განმარტებებს გავაკეთებთ და მათ ეცოდინებათ, ვის უნდა მისცენ ხმა“-აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 27 მაისს დაგეგმილ აქციაზე ხალხის მისვლას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქციის მონაწილეთა რაოდენობა სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე გავლენას მოახდენს. ივანიშვილი აცხადებს, რომ მისმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნები ყოველგვარი ძალადობის გარეშე უნდა მოიგოს.

















